სტამბოლის მთავარი, ათათურქის სახელობის აეროპორტი თვითმფრინავებისთვის დაიკეტა მას შემდეგ, რაც ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ახალი ამბების სააგენტო „დოღანზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც TC-KON, დაშვებისას ჩამოვარდა. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.