კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, რომელიც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმული სიტყვის საპასუხო ზომებს შორის შეიძლება იყოს „უპრეცედენტო“ წყალბადის ბომბის გამოცდა წყნარ ოკეანეში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეულ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
თავად ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ტრამპის სიტყვას, რომელშიც მან აღთქმა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეას „სრულად გააანადგურებს“ თუკი ის აშშ-ს და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება, „უგუნური“, თავად ტრამპს „ხულიგანი და განგსტერი“ უწოდა, რომელიც „ცეცხლს ეთამაშება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.