ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც GUARDIAN.GE-ს ადიგენის გამგეობაში განუცხადეს, ცეცხლი ზედა ღაღვის ტყეს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერა მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს და მასთან მისაახლოებლად, წუხელ გზის გაჭრა დაიწყო.
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ასევე მეხანძრე-მაშველები, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხანძარი დასახლებულ პუნქტს რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული - ღაღვის ტყიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი - სოფელი დერცელი ცეცხლის კერიდან 10 კმ-ში მდებარეობს.
რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი ამ დროისთვის უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.