ირანმა ახალი, 2000 კმ-ზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა - პრეზიდენტმა რუჰანიმ განაცხადა, რომ „ვერც ერთი ქვეყანა“ ვერ შეუშლის ხელს თეირანს განავითაროს მისი სარაკეტო პოტენციალი
22-09-2017, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანმა შორ მანძლზე, 2 ათას კილომეტრზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გადაიტანოს რამდენიმე ქობინა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია Press TV-ის მიხედვით, ბრიგადის გენერალ ამირ ალი ხაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


რაკეტა, რომელსაც „ხორამშაჰრი“ ჰქვია, სამხედრო აღლუმისას თეირანში იყო წარმოდგენილი, რომელზეც ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

 

 

 


უფრო ადრე რუჰანიმ განაცხადა, რომ ირანს განზრახული აქვს გააძლიეროს სარაკეტო კომპლექსის შესაძლებლობები. მისი თქმით, „ვერც ერთი ქვეყანა“ ვერ შეუშლის ხელს თეირანს განავითაროს მისი სარაკეტო პოტენციალი.

 


ირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებული შტატების მკვეთრ ნეგატიურ რეაქციას იწვევს. აღნიშნულის გამო ვაშინგტონმა 18 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი სანქციების სიაში შეიყვანა.

 


როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანას შეეძლება ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გამოსვლა, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები თეირანის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. გარდა ამისა, ირანის პარლამენტმა, აშშ-ის შეზღუდვების საპასუხოდ, რაკეტების განვითარებისთვის 520 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი