პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ შეხვედრა დაბა შუახევში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ამომრჩეველთან გამართა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათგან დაბაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას დაბის განვითარების გეგმაზე გავამახვილებ. დაბაში სკვერებისა და პარკების გაშენება-გამწვანება აუცილებელია. ასევე, მნიშნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობით, სხვადასხვა პროექტების განხორციელება, კულტურის სფეროს პოპულარიზაცია. ერთობლივი მუშაობით, მუნიციპალიტეტში არსებული პოტენციალის ათვისებას შევძლებთ“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ამომრჩეველთან ფრიდონ ფუტკარაძემ მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და მოსახლეობას ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.