„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლისთვის შეუძლებელი გახდა კონკრეტული გარემოებების გამო და მთავარი გარემოება იყო, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი თუ ჩვენ 2020 წელს გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლა ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების გამო გახდა შეუძლებელი და ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმაც იცოდნენ.
„ასეთი კონტრ პროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია შეუძლებელი გახდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის შესახებ თავადაც იცოდნენ ოპოზიციურმა პარტიებმა.
დღეს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია 2020 წელს ჩატარდება შერეული წესით არჩევნები, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდება სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც 2020 წლის შემდეგ არჩევნები უკვე ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი არის დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას თავიდან ბოლომდე გამორიცხავს.
„ეს არის დოკუმენტი თავისი ძალიან დახვეწილი საპარლამენტო სისტემით, საარჩევნო სისტემით, ყველა რეგულაციით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და უზრუნველყოფს ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბების პრევენციას გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი კონსტიტუცია იძლევა ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, განსხვავებით ახალი კონსტიტუციისგან, რომელიც ამას თავიდან ბოლომდე გამორიცხავს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.