„ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იქ იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს და ის სრულად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან.
„ახალი დოკუმენტი, ჩვენ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ძალიან გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება. ეს არის ამ დოკუმენტის საერთო სულისკვეთება. მთლიანად არის თავსებადი ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან, განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, იმ კონსტიტუციისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.