„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ სპეციალური ბრძანების გამოცემას, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„ჩვენ უზრუნველვყავით რეალურად სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება 2016 წელსაც, როდესაც ბევრად უფრო რთული ზოგადი პოლიტიკური გარემო იყო ჩამოყალიბებული და ამას, დარწმუნებული ვართ, სათანადოდ უზრუნველვყოფთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.