ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის კეთილმოწყობა დასრულდა.
ხობის გამგეობის ცნობით, საექიმო ამბულატორია საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანი იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.