პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ მათხოჯის, ხიდისა და სუხჩას მოსახლეობას შეხვდა და ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული პრობლემების მინუმუმამდე დაყვანას დაჰპირდა.
„მე და ჩემი გუნდი მოვდივართ იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ხელი შეგიწყოთ თქვენ - სოფლად მცხოვრებლებს, კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ. ჩემი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებაა, რისთვისაც სახელმწიფო საინტერესო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ეს პროგრამები თქვენამდე მოვიტანო და შესაბამისი კონსულტაციები გაგიწიოთ“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.