„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აბაშის მუნიციპალიტეტში ლევან მაკალათიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.

მერობის კანდიდატი აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ წარუდგინეს.

მერობის კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ლევან მაკალათიამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემი ფესვები აბაშიდანაა, განუზომელია ჩემი სიყვარული ამ ულამაზესი კუთხისადმი. ზანათში, იმ სახლში, სადაც ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი ტკბილი დღე გამიტარებია, სადაც პირველად დედას ვუთხარი ‘მა სი მანგარას მიორქ’, დღეს ზარები რეკენ, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.

„თქვენ ხართ ის ხალხი, ვისგანაც მუდმივად ვგრძნობდი უდიდეს სიყვარულსა და სითბოს. სწორედ თქვენი მხარდაჭერის გამო გავხდი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა „საპატიო მოქალაქე“, მომეცით საშუალება ეს სიკეთე, სიყვარული უკან დაგიბრუნოთ.
„მე არ ვიქნები მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა მერი, მე ყველას მერი ვიქნები. თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვალ, ერთად ვიზრუნებთ უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და არა დაპირებები, მიგულეთ თქვენს სამსახურში“, განაცხადა ლევან მაკალათიამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატს ოთარ დანელიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს ლევან შონიას, ყველა მათ, ვინც ნდობა გამოუცხადა ამ დიდ საპასუხისმგებლო საქმეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.