საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფების საკითხზე საუბარი საერთოდ არ არის. როგორც ყიფიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თან განაცხადა, ის მუშაობას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.
„ამაზე საერთოდ არ არის საუბარი. მე ჩვეულ რიტმში ვმუშაობ“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
როგორც ამ დრომდე ცნობილი იყო, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები ლევან ყიფიანის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და მისი გადადგომის საკითხზე საუბრობდნენ.
დღესვე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ოჯახი დაასახელა.
წინა კვირას კი, მინისტრის პოსტი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
ელგუჯა ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც მთავრობის ახალი შემადგენლობიდან თანამდებობა დატოვა. კიდევ ერთი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის ნდობის საკითხი დადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.