პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, აფენის, გვიმრიანისა და არეშფერანის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი სოფლებში მეურნეობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ყურადღება ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განხორციელების საჭიროებაზე გაამახვილა.
ჯონდო მდივნიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივი თვითმმართველობის როლს ტურიზმის განვითარების საქმეში.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ასევე სწრაფი ტემპებით დავიწყოთ მუშაობა ტურიზმის,აგროკულტურის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე. ამ გზაზე კი თვითმმართველობის როლი მნიშვნელოვანია. თავის მხრივ თვითმმართველობის მუშაობა წარმოუდგენელია მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.