პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი, რიონის თემში ამომრჩეველს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა აღნიშნულ თემში, რომელშიც ექვსი სოფელი - ნოღა, სორმონი, რიონი, ზარათი, მეჩხერი და ჭოლევი ერთიანდება, ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ჭელიძე წარუდგინა.
„ძლიერი სოფელი, ძლიერი თვითმმართველობა, შემდგარი სახელმწიფოა. ჩვენ გვსურს, რომ ქართული სოფელი ვაქციოთ თანამედროვე სოფლად. ჩვენი ხელისუფლების დროს რიონის თემში რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაეროს განვითარების ფონდმა, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაატარა, რომელიც დატბორვისგან იცავს 10-ზე მეტ ოჯახს“, განაცხადა გია იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.