წაღვერის ტყეში ხანძარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ცეცხლის კერა ნახანძრალი ტერიტორიის მიმდებარედ მდებარეობს.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
„საქმის კურსშია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა. ვერტმფრენები ძალიან მალე იქნება გამოგზავნილი. მოსახლეობასთან ახლოს არ არის, საფრთხე არ ემუქრებათ.
უბრალოდ, მასშტაბებს და მიზეზებს, ალბათ, მალე დაადგენენ", განაცხადა ყიფიანმა „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.