კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება
22-09-2017, 23:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

 


„თარიღი დაზუსტდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შედგება მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში, კენჭი ეყრება მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ითქვა გუშინ: ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლა შეუძლებელია არა სარედაქციო ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ვალდებულება, რომ ინიციატივის წესით შემოვიტანოთ ახალი პროექტი, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება 3%-იანი ბარიერის პირობებში, ბლოკები მომდევნო არჩევნებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი შევა პარლამენტში და ეს იქნება მიღებული შესაბამის ვადებში“, განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი