ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულეს. ჩვენმა სპორტსმენებმა ბოლო, მე-9 ტურში მასპინძელთა გუნდი ანგარიშით 2,5-1,5 დაამარცხა და ოქროს მედლები დაისაკუთრა. ნაკრებს უპირატესობის მომტანი ქულა მერი არაბიძემ შესძინა, დანარჩენი სამი პარტია კი ყაიმით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასი 17 ქულით დაასრულა და ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. ერთადერთი მოუგებელი შეხვედრა ოქროს გუნდმა ტურნირზე, რუსეთთან ჩაატარა, რომელშიც ყაიმს დასჯერდა. საბოლოოდ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს რუსმა გოგონებმა, ხოლო მესამე ადგილზე მასპინძელი ჩინელები გავიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.