ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება
23-09-2017, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ მაჟორიტარობის კანდიდატ ია სულუხიასთან ერთად, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

 

 

„ვიცი, რომ უამრავი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება ის სიკეთები, რაც ამ ხელისუფლების პირობებში დაინერგა. ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება და საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად, ახალი პროგრამები იქმნება. მოსახლეობისთვის სერიოზული შეღავათია მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 23 დასახელების მედიკამდენტი მოსახლეობისთვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 


ლადო ჯურხაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

 


„ჩემი თხოვნაა, იყავით აქტიურები, მწვავედ დააყენეთ და ჩვენამდე მოიტანეთ თქვენი პრობლემები და გპირდებით, მე და ჩემი გუნდი არ დავიშურებთ ჩვენს რესურსს, დროსა და ენერგიას და ჩვენი ქალაქის, სოფლების, ქვეყნის წინსვლისთვის გვერდით დაგიდგებით“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი