თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი ნაფარეულის, ლაფანყურისა და სანიორეს ამომრჩეველს შეხვდა
23-09-2017, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლების, ნაფარეულის, ლაფანყურისა და სანიორეს ამომრჩეველს შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შოთა ნარეკლიშვილმა მოსახლეობას ნაფარეულისა და ლაფანყურის მაჟორიტარობის კანდიდატი მაია ნაცვლიშვილი, ხოლო სანიორეს მაჟორიტარობის კანდიდატი უჩა ჭოტიაშვილი წარუდგინა.

 


მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარებთან ერთად, სოფლებში არსებული აქტუალური საკითხების მოგვარებას ინტენსიურად შეუდგება.

 


ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კანდიდატებთან ძირითად საკითხებად სასმელი წყლის პრობლემა, ლაფანყურის კულტურის სახლის აღდგენა და სანიორეში სახელოვნებო ცენტრის აღდგენის საჭიროება დააყენეს.

 


მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებისთვის აქტიურად იმუშავებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი