საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საშუალო საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს.
„არჩევითი საგნის სტანდარტის შესახებ დღეს თავდაცვის უწყებაში იმსჯელეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების, ასევე საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხებს შეეხო.
საგნის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს შემუშავება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის #393 ბრძანებით დაევალა", ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.