გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი: სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია
23-09-2017, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფლების, გურჯაანის, ჭანდრის, ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატმა ასევე, გურჯაანში სათნოების სახლის ბენეფიციარები მოინახულა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრებზე ადგილობრივებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამების გაგრძელების საკითხით დაინტერესდნენ.

 


არჩილ ხანდამაშვლის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია.

 


„გურჯაანი ძირითადად, აგრარული მუნიციპალიტეტია. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი და შეღავათიანი აგროსესხების პროგრამებით ისარგებლა. ასევე, ისარგებლა პროგრამით - „აწარმოე საქართველოში“ და უამრავი საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს, თუმცა, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. თითოეულ გურჯაანელამდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი