პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი ჟალურის, ცენტრისა და სათიანოს უბნების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ახმეტის მოსახლეობამ ყურადღება სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა. მათი განცხადებით, აუცილებელია, ხელი შეეწყოს კერძო ბიზნესს, რათა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს ახმეტის მუნიციპალიტეში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელთა შორის ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და ილტოს ხეობაში წყალსაცავის მოწყობა შედის.
„დაგეგმილი ფართომასშტაბიანი პროექტები ჩვენს მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახმეტა სატრანზიტო მნიშვნელობის მუნიციპალიტეტი გახდება. ეს ყველაფერი კი წინაპირობაა იმისა, რომ აქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.