პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მუქედისა და სოფელ ციხესულორის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვანს მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს.
„ჩვენ ვანში დიდი გეგმები გვაქვს. ბევრი სამუშაოა და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მერობის კანდიდატი, რომელმაც ზუსტად იცის ადგილობრივების გასაჭირი. გთხოვთ, მხარი დავუჭიროთ მას, რათა ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ“, განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სოფელ მუქედში ვანის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაკეთდა.
სოფლების მოსახლეობას მერობის კანდიდატი დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.