კახა კალაძე: „საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული“
23-09-2017, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას”, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის კომუნიკაციები. იმავე კორპუსში ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, აღნიშნულ ოჯახებში მცირეწლოვანებიც ცხოვრობენ და იმის გამო, რომ კომუნიკაციები საცხოვრებელ სახლებში ვერ შეჰყავთ, ზამთრის გადატანა მათ მძიმე პირობებში უწევთ.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც 10-20 წლის განმავლობაში ვერ იკანონებენ საკუთრებას, გაიმიჯნებიან მათგან, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში.

 


„ამ ადამიანებს ბიუროკრატიის წინაშე ხელცარიელს არ დავტოვებ. შესაბამისად, დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ეს არის მიწის ნაკვეთებზე აშენებული სახლები, სადაც 10-20 წელია ცხოვრობენ. მე მესმის, რომ არსებობს პრობლემები, რადგან 2012-ში, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიზანმიმართულად იჭრებოდნენ. ამის გამიჯვნა შესაძლებელია“, აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი