„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ალი მამედოვს თავს დაესხნენ
23-09-2017, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ალი მამედოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, თავს დაესხნენ, ამის შესახებ ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათი ცნობით, თავდამსხმელებს შორის სადახლოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი და გამგეობის თანამშრომელი მუხამედ ალიბედიევი იყვნენ.

 


„თავდამსხმელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მამედოვს, რომელიც ახლა საავადმყოფოშია. მასთან ერთად იმყოფება მარნეულში ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი.

 


ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს მიმართავს მისთვის საშიში კანდიდატების მოსაშორებლად. ევროპული საქართველო მოითხოვს დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და დასჯას", აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

 

 

„როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ აპირებს კვლავ დაშინებით, ცემით, მუქარით, სპეცნაზებით მარნეულში ჩაატაროს არჩევნები", განაცხადა გიგი უგულავამ ბრიფინგზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი