საქართველოში ინდოეთიდან წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანეს
23-09-2017, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთიდან წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს.

 


თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და მრევლი იმყოფებოდა.

 

 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იქნება დაბრძანებული.

 


ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს, სადაც 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ. ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

 

 

სიწმინდე საქართველოში 6 თვე დარჩება.

 

 

დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი