საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველ სამუშაო ვიზიტად გაემგზავრა, სადაც იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს შეხვდება.
შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად, ხელს მოაწერს დოკუმენტს - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“, რაც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
ჩინეთში ვიზიტის განმავლობაში, გიორგი მღებრიშვილი ასევე ეწვევა პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს.
ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს შს მინისტრის ასეთი მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.