აშშ-ის ტერიტორია პუერტო რიკო, თავსდამტყდარი ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და სატელეფონო სამსახურები, მზარდი კრიზისის წინაშე დგას.
კუნძულის მთელი მოსახლოება ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და ინჟინრები აცხადებენ, რომ მის აღდგენას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. ისევ არსებობს საფრთხე, რომ კაშხალი წყალმა გაანგრიოს.
კუნძულის მთავარ პორტში, სან ხუანში საკვებით და გენერატორებით დატვირთული გემები შესვლას იწყებენ.
BBC-ის ცნობით, პუერტი რიკოზე „მარია“-ს თავსდატყდომის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.
ქარიშხალმა, რომელიც ახლა ატლანტის დასავლეთით ღია წყლებისკენ მიემართება, ძლიერი წყალდიდობა და სამშენებლო ზარალი გამოიწვია. მან დააზიანა სატელეფონო ანძები კუნძულის გასწვრივ, რის გამოც საკომუნიკაციო სივრციდან მოწყვეტილ ქალაქებში ხელისუფლებას სატელიტური ტელეფონები შეაქვს.
კუნძულის მთავარი ავტომაგისტრალები წაქცეულ ხეებს აქვს ჩახერგილი, მთელი ქალაქები და დასახლებები წყლითაა დატბორილი და სახლების დიდი ნაწილი სახურავების გარეშეა დარჩენილი, იუწყება BBC.
ამასობაში, ოფიციოზის განცხადებით, კაშხლის „დანგრევის საფრთხის გამო“, პუერტო რიკოს მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლისა და წყალდიდობის რისკი არსებობს.

თავდაპირველად კაშხლის მიმდებარდ მცხოვრებ ყველა, 70 000 მობინადრეს, რომლებიც საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მაგრამ შემდეგ გავრცელებული ცნობების თანახმად, ევაკუაციის ზონა შევიწროვდა.
პუერტო რიკოს გუბერნატორმა, რიკარდო როსელომ „ტვიტერზე“ ესპანურ ენაზე დაწერა, რომ მან შეაფასა გუაჯატაკას დამბის დაზიანება, როცა მიმდებარე ტერიტორიას შემოუფრინა.
როსელომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ადრინდელი მოწოდება ადგილობრივი მცხოვრებლებისადმი, რომ დატოვონ თავიანთი სახლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.