ანგელა მერკელი მეოთხე ვადით იმარჯვებს - ეგზიტ პოლი
24-09-2017, 20:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიაში ფედერალური არჩევნების პირველი ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და მისი შვილობილი, ბავარიული ქრისტიან-სოციალური პარტია მცირედით ლიდერობენ, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ინფორმაციას ამ წუთებში დოიჩე ველე ავრცელებს.

 

 

პირველადი მონაცემებით, მათ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, 32.5% მიიღეს.

 

 

მმართველი კოალიციის მთავარი კონკურენტი მარტინ შულცის, ევროპული პარლამენტის ყოფილი პრეიზიდენტის სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო, რომელიც მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კოალიციის პარტნიორია და მან ხმების 20% მიიღო.

 

 

მესამე ადგილზე გავიდა ულტრა-მემარჯვენე პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის", 13.5%-ით. 

 

 

 

 

კარგი შედეგები აჩვენეს უფრო მცირე პარტიებმა, რომელთაც გადალახეს ბუნდესტაგში მოსახვედრად საჭირო 5 პროცენტიანი ბარიერი და ამგვარად, გერმანიის პარლამენტში 6 პარტია იქნება წარმოდგენილი. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად გავიდა ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

 


ამგვარი შედეგი კი შეიძლება ახლანდელი მმართველი კოალიციისთვის ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდეს.

 


საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურა.

 

 

„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მარტინ შულცი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და პარტიის თანამშრომლებს, და ყველა კანდიდატს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სოციალისტებს. იგი პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩება. 

 

 

ეგზიტ პოლების მიხედვით მე-3 ადგილზე გასული ულტრა-მემარჯვენ პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ, ალექსანდერ გაულანდმა განაცხადა: „ბრძოლა არ დასრულებულა“. 

 

 

„ალტერნატივა გერმანიისთვის“  ლიდერმა, ფრაუკე პეტრიმ „თვითერზე“ დაწერა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცადა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Latosha
      
Hi there, I found your web site by means of Google whilst searching for a related matter, your web site got here up, it appears good.

I've bookmarked it in my google bookmarks.
Hello there, just became alert to your blog via Google, and found that it
is truly informative. I'm gonna watch out for brussels.
I'll be grateful if you proceed this in future. Many folks shall be benefited from your writing.
Cheers!

Visit my web blog; Bess
8 ნოემბერი 2021 22:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი