მერკელი „უკეთეს შედეგს“ მოელოდა, მე-3 ადგილზე გასულმა ულტრა-მემარჯვენეების ლიდერმა კი განაცხადა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცადა
24-09-2017, 21:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გერმანიის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა.

 


„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ფრაუკე პეტრიმ „თვითერზე“ დაწერა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცადა, ხოლო ამავე პარტიის თანათავმჯდომარემ, ალექსანდერ გაულანდმა განაცხადა: „ბრძოლა არ დასრულებულა“.

 


მეორე ადგილზე გასული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მარტინ შულცი, რომელიც გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმამდე ევროპული ევროპარლამენტის პრეზიდენტი იყო, მადლობას უხდის მხარდამჭერებს და პარტიის თანამშრომლებს, და ყველა კანდიდატს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სოციალისტებს და აცხადებს, რომ იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დარჩება.

 


კარგი შედეგები აჩვენეს უფრო მცირე პარტიებმა, რომელთაც გადალახეს ბუნდესტაგში მოსახვედრად საჭირო 5 პროცენტიანი ბარიერი და ამგვარად, გერმანიის პარლამენტში 6 პარტია იქნება წარმოდგენილი.

 

 

 

 

გერმანიაში ფედერალური არჩევნების პირველი ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და მისი შვილობილი, ბავარიული ქრისტიან-სოციალური პარტია მცირედით ლიდერობენ, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. 

 

 

პირველადი მონაცემებით, მათ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, 32.5% მიიღეს.

 

 

მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი „უკეთეს შედეგს“ მოელოდა. მან „საოცარი გამოწვევების“ შესახებ ისაუბრა. 

 

 

მმართველი კოალიციის მთავარი კონკურენტი მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო, რომელიც მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კოალიციის პარტნიორია და მან ხმების 20% მიიღო.

 

 

მესამე ადგილზე გავიდა ულტრა-მემარჯვენე პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის", 13.5%-ით. 

 

 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი