პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თინა ხიდაშელისთვის ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოულოდნელი იყო. დეპუტატი ხოკრიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა იყო ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის.
ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მთავრობის შეცვლა კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემდეგ მოხდება. თუმცა ის, მეშვიდე მინისტრის გადადგომას არ ელოდება. „მე არ ვიცოდი, ეს ჩემთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო. ძალიან ვწუხვარ. ვფიქრობ, რომ ელგუჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ერთი მინისტრი გვაკლია. ნამდვილად არ ველოდებოდი არც ელგუჯას გადადგომას, მაგრამ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტლება და წავიდა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.