მიხეილ ჯანელიძის თქმით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა
25-09-2017, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა, აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

 

 

მინისტრის განმარტებით, დაპირისპირებას სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზი განაპირობებს.

 


„ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას”, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებს ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან კურირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სხვა პროექტებთან თუ პროგრამებთან ერთად, პირველად შემუშავდა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული დიასპორის გაძლიერებას და ერთიანობას და მათ მეტ ჩართულობას საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.​

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი