მომავალში, ჩვენ უკვე სასამართლოს მივმართავთ, თუ ბატონი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას, რომელიც მან მიიღო ჩემგან და პასუხგაუცემელია იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თქვენ მართლა არ გესმით საკუთარი ვალდებულებები და ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.
სამადაშვილი კიდევ ერთხელ დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ რუსეთისთვის დახმარების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრირება საკუთარ სისუსტეს გაუკეთა.
„თქვენი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად ყოვედღიურ რეჟიმში სხვადასხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს იმის თაობაზე, მიმართა თუ არა საქართველომ რუსეთს დახმარებისთვის. მე მესმის, რომ თქვენთვის რუსეთი არ არის მტრული სახელმწიფო. თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირები ბიზნესის სფეროში რუსეთთან გასაგებია, მათ შორის, თქვენი ეკონომიკის მინისტრის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო არის ოკუპანტი სახელმწიფო....
მე გირჩევთ, დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი, ვინც განგიმარტავთ ვალდებულებებს და მომავალში თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სასამართლო პროცესები, თუკი კიდევ გაბედავთ იგნორირებას ჩვენი შეკითხვების”, მიმართა ჯანელიძეს სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.