კანონზე მაღლა აყენებთ თავს, თუ რატომ არ მობრძანდით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე? გეშინიათ და გირჩევნიათ უმრავლესობის ზურგს იყოთ ამოფარებული, თუ რა არის თქვენი მოტივაცია? ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
„კანცელარიაში ძალიან დიდი ხანია გაქვთ უმცირესობის წერილი, სადაც ჩვენ გთხოვეთ, რომ სექტემბრის განმავლობაში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს მობრძანებულიყავით პარლამენტში და უმცირესობის კითხვებისთვის გაგეცათ პასუხი.
საერთოდ პარლამენტის იმისთვის არის დაყოფილი თუ თქვენ არ იცით ბიუროდ, კომიტეტებად და შემდეგ სხდომად, რომ ეს არის სავალდებულო. ჭკუას არ გასწავლით, მე მაინტერესებს თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თავს, თუ რატომ არ მობრძანდით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე", მიმართა ირმა ნადირაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.