საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გააკეთა.
ექიმის განცხადებით, ბავშვს მარცხენა ფილტვი აქვს დაზიანებული.
„დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამ დროისათვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. როგორც თავის, ასევე კისრის კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ამ ეტაპზე მოტეხილობები არ არის", განაცხადა ექიმმა, რომლის თქმითაც, ამ დროისთვის ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ არსებობს.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს გადმოვარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.