პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, ახალი რაიონის დასახლებაში დევნილებს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.
„ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში 2015-16 წლებში, 439 საცხოვრებელი ობიექტი შეისყიდა, 2012-16 წლებში საცხოვრებელი ობიექტი საკუთრებაში გადაეცა 1668 ოჯახს გადაეცა. დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება“, განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.
„საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრი ფოთს მოხმარდება. ეს დაპირებათა მინიმუმია. რაც შეეხება მაქსიმუმს, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფოთში ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს და ფოთი ევროპული დონის ქალაქი გახდეს“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.