თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ჰქონდა.
,,რა ხდება, არ ვარ საქმის კურში, ახლა გავიგე, რომ ხოკრიშვილმა თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, გავარკვევ და მერე გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნარმანიამ.
ხოლო, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხიც დადგეს,- ნარმანიამ ჟურნალიტს უპასუხა, რომ კომენტარის ასაღებად ლიფტში შევარდნა უხერხულია.
,,ლიფტში კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულად არ მიგაჩნიათ? როცა ლიფტის კარი იღება და შიგნით ვარდებით, მე თქვენს ადგილას უხერხულად ვიგრძნობდი თავს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა.
ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.