კანადაში, ქალაქ ტორონტოში რიგით მესამე ყოველწლიური სიმპოზიუმი „დაჭრილებზე ზრუნვა 21-ე საუკუნეში” გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მდგრადობის, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობა ქართველმა დელეგატებმა - თავდაცვის მინისტრის ამერიკელმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ფრენსის ბენისტერმა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თათია ონიანმა მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევები განიხილეს. სიმპოზიუმის მონაწილეებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობის გაუმჯობესების სტრატეგიაზეც იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.