საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციას არ შეესაბამება და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„რაც შეეხება არ დანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცენდენტი. პირველი პრეცენდენტი შექმნა გიორგი მარგველაშვილმა, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან არ არის შესაბამისობაში - ესეც შემიძლია, გითხრათ. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებასა და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში, დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, იქ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არ დანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ბუნებრივია, ეს ასევე არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. როცა პარლამენტი მოითხოვს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, პრეზიდენტმა ეს სხდომა უნდა დანიშნოს. თუმცა, ამას მიჩვეული ვართ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.