იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. იგი ქვეყნის პარლამენტს ხუთშაბათს დაშლის.
აბემ ერთი წლით ადრე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ მას ესაჭიროება ახალი მანდატი „ეროვნული კრიზისის“ დასაძლევად, რაც ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებს უკავშირდება.
აბეს არჩევნების თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, იგი 22 ოქტომბერს ჩატარდება.
პრემიერ მინისტრმა ასევე განათლების და სოციალური სფეროების 2 ტრილიონი იენის (17.8 მილიარდი აშშ დოლარი) სტიმულირების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
ორშაბათ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე აბემ აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი სტიმულირება პროგრამებისათვის, რათა იაპონია მომავლისთვის მოემზადოს.
მან ასევე განაცხადა, რომ განაგრძობს ფისკალურ რეფორმებს და ახლახან წარმოდგენილი გაყიდვების გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებს ბიუჯეტის დასაბალანსებლად და ვალების შესამცირებლად გამოიყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.