მუნიციპალიტეტებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებსა და შესაწამლ პრეპარატს გადასცემს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მექანიკური საშუალებების მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
„მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს, ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს.
ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას მიეწოდება საინფორმაციო მასალები.
ტემპერატურის დაცემასთან ერთად მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარება.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, 100 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლა“, აღნიშნულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შემოტანილია 14 406 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი და ასევე, 14 406 ცალი ფერომონი, რომელსაც თან ახლავს საინფორმაციო ბუკლეტები. ისინი თითოეულ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა“, განაცხადა გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა მამუკა ვადაჭკორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.