საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მთლიანადაა აცდენილი.
„რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, არც ერთ ამ შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა. ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება. პრეზიდენტის არცერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვიწონა არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის - ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის წინა დასკვნაში. უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიას არ აქვს, ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა. უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა და თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, ვენეციის კომისია არ იზიარებს პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის შენიშვნებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5-პროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.