ენერგეტიკის სამინისტრო ხაიშის მოსახლეობასა და ხუდონჰესის მშენებარე კომპანიის ურთიერთობების დალაგების მიზნით ახალ გზებს ეძებს. ამ მიზნით დღეს სამინისტროში კახა კალაძემ შეხვედრა გამართა.
ამ შეხვედრის აუცილებლობა ხაიშის მოსახლეობასა და ინვესტორს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხაიშის მოსახლეობისთვის დაურეგისტრირებელი მიწების რეგისტრაციის მიზნით ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის მიერ დაქირავებული ჯგუფის საქმიანობას, რომელიც მიწების აზომვით სამუშაოებს ეხებოდა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ნაწილმა პრობლემები შეუქმნა და მის მიმართ პროტესტი გამოხატა.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივების თხოვნით ხაიშის მოსახლეობას მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდნენ,
იმისთვის რომ თავიდან აცილებული იყოს ექსცესები და ზოგადად სიტუაციის შემდგომი გართულება, სვანეთის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროა დრო, რათა ჩამოყალიბდეს რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც ადგილობრივების სახელით იკონტაქტებს ინვესტორთან.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ჯგუფის ინვესტორთან კომუნიკაციას და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესების რაც შეიძლება სწრაფად და კანონის ფარგლებში წარმართვას.
დღევანდელი შეხვედრის მონაწილე მხარეები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივ მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ეს პროქტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენა, ამ პროექტის განხორციელება წაადგება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას იყვნენ კონსტრუქციულები და მიიღონ ქმედითი მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.