საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება.
„რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით მესამე მოსმენის პროცესში არაფერი არ შეიცვლება. მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შეიძლება შევიდეს, შესაბამისად, შინაარსს ვერ შევეხებით. რაც შეეხება ჩარევის საფუძვლების დაკონკრეტებას, ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და ეს გაკეთდა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა. აქ საუბარია ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თუ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორე მხარეს დგას რწმენის ინდივიდუალური თავისუფლება, უპირატესობა უპირობოდ უნდა მიენიჭოს რწმენის თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. ეს შეიძლება გახდეს შემდეგი კანონპროექტის ერთ-ერთი მსჯელობის საგანი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანიზაციებთან და ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ რწმენის თავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში, მაშინ შეგვიძლია, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში. თუმცა, ეს უნდა დაგვისაბუთონ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.