თემურ თორდინავა: თანამდებობიდან გათავისუფლდა 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან დღესვე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე
25-09-2017, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნის შემდეგ, 206-ე ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

 

 

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესვე ასევე თანამდებობიდან გათავისუფლდებიან აღმდზრდელი და აღმზრდედლის თანაშემწე.

 

 

„გამოვლინდა ამ კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის უყურადღებობის თემა. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღში იყოს მაღალი კონტროლი ბავშვების უსაფრთხოებაზე, სააგენტოს მხრიდან, კონკრეტულად ჩემი მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გათავისუფლდა 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან დღესვე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე,“ განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ.

 

 

საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. იგი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი