გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
იტალიის პოლიციამ ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინა, საიდანაც მოპარული ნივთები საქართველოში იგზავნებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან ქართველების დაჯგუფებამ იტალიის სხვადასხვა რეგიონში 85 სახლი და ოფისი გაქურდა.
დაკავებულებს ქალაქ ტურინში სპორტული კლუბი ჰქონდათ, სადაც ისინი ასევე საკეტების და სეიფების გახსნაში ვარჯიშობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.