ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთში გზისა და ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. დასრულებული პროექტი ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ მოინახულა.
„პროექტის ფარგლებში 1492-მეტრიან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილ–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.

რკინა–ბეტონის კონსტრუქციის ხიდზე, რომელიც 41 მეტრი სიგრძის და 7,25 მეტრი სიგანისაა, გამაგრდა შუა ბურჯი და განახლდა კოჭებს შორის ნაკერი.
რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 6096 70 ლარი გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის 31 მაისს დაიწყო და 18 სექტემბერს დასრულდა", ნათქვამია ადიგენის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.