პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებიდან არც ერთი შეასრულა, ამიტომ მთავრობის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
დუმბაძემ ეს მოსაზრება, გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვა.
,,ვერ სრულდება ის დაპირებები, რაც ,,ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მისცა. ყველაზე მწვავედ იმას განიცდიან, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ხდება. ,,ქართულმა ოცნებამ“ არცერთი დანაპირები არ შეასრულა. ერთადერთი პოზიტივი, რაც ამ ძალას უკავშირდება, ამნისტიის შესახებ მიღებული კანონია. ამის იქეთ მთავრობა წინ ვერ წავიდა. ამიტომაც, დღის წესრიგში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგება“,- მიიჩნევს დუმბაძე.
მისივე თქმით, პროცესები ისე მიდის, შესაძლოა, ,,ნაციონალებს“ აღარ დასჭირდეთ მთავრობის გადასაყენებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება.
,,ეს საკითხი ,,ნაციონალებმა“ დააყენეს, მაგრამ სხვებიც ეთანხმებიან. ეს მთავრობა ნდობას მართლაც არ იმსახურებს. ისე მიდის საქმე, შესაძლოა, ,,ნაციონალებს“ საერთოდ აღარ დასჭირდეთ მთავრობის გადასაყენებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება. ისეთი პროცესებია დაწყებული, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში ავტომატურად დადგება. კანონმდელობით, თუ მინისტრების 1/3 შეიცვალა, პარლამენტმა მთავრობას თავიდან უნდა გამოუცხადოს ნდობა“,- აღნიშნავს დუმბაძე.
თუმცა, დუმბაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტი მთავრობას ნდობას აღარ გამოუცხადებს.
,,დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ძალიან მყიფეა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ასე მარტივად აღარ მოხდება. რატომღაც მგონია, რომ პარლამენტი მთავრობას ნდობას აღარ გამოუცხადებს. წინ საპარლამენტო არჩევნებია და კოალიციაში შემავალი ძალები საკუთარი ინტერესების გატარებას მოითხოვენ“,-განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.