კახეთში 90 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
26-09-2017, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26 სექტემბრის 09.00 საათის მონაცემებით, კახეთში 90 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

 

„ყურძენი ღვინის საწარმოებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 101 მლნ ლარს მიაღწია.

 


ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია, ხოლო ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4,5 ათას ტონას მიაღწია.

 


მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 42 ათასი ტონა რქაწითელი, 41 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 


მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 29,4 ათასი ტონა, გურჯაანში - 24,7 ათასი ტონა, თელავში - 16,7 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,6 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,2 ათასი ტონა, ახმეტაში - 3 ათასი ტონა და საგარეჯოში - 2,4 ათასი ტონა", აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი