საქართველოს პრემიერ მინისტრი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
26-09-2017, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი საქართველო-სომხეთის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

 

 

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა სომხეთს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე.

 

 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი